ანგელა მერკელი - მიგრაციის საკითხზე ევროკავშირის სამიტზეც ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას

ევროპული კავშირი, ამ ეტაპზე, ვერ იღებს საერთო გადაწყვეტილებას მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა რამდენიმე ქვეყანას შორის ლოკალური შეთანხმებების მიმართულებით მუშაობა, - ამის შესახებ დღეს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის 16 ქვეყნის არაფორმალურ სამიტზე ჩასვლისას განაცხადა, რომელიც ევროკომისიამ სამიგრაციო კრიზისის განსახილველად მოიწვია.

„ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხებს ევროკავშირის სამიტის წინ, მაგრამ, ვიცით, რომ სამიტზეც, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვით საერთო გადაწყვეტილებას საიმიგრაციო პრობლემის შესახებ. ამიტომ, ახლა საუბარია ორ და სამმხრივ შეთანხმებებზე, რათა ვნახოთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს ისე, რომ არ დაველოდოთ ევროკავშირის 28-ვე წევრს“, - განაცხადა მერკელმა.

კანცლერის განცხადებით, ყველა ძალისხმევა, საბოლოოდ, უნდა იყოს მიმართული საერთო გადაწყვეტილების მოსაძიებლად საზოგადოების დონეზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა