Reuters - წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიპ ერდოღანი ლიდერობს

ამ დროისთვის დათვლილი ხმების რაოდენობის მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters.

ამ მომენტისთვის დათვლილია არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%, საიდანაც ერდოღანმა 58% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ მუჰარემ ინჯემ - 27,5 %.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამომრჩეველთა ხმების 10,25 %-ის დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ 53,03% -იანი მხარდაჭერა ერდოღანის პარტიამ მიიღო, თუმცა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შედეგები მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს, რადგან ხმების ნახევარზე მეტი კვლავ დასათვლელია.

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ერდოღანმა 18 აპრილს გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა