გიორგი ჩერქეზიშვილი - “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 400-მდე პროექტია დაფინანსებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, პროგრამით “აწარმოე საქართველოში” დაახლოებით 400-მდე პროექტია დაფინანსებული, ჯამური საინვესტიციო მოცულობა 900 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულია 15 000-მდე ადამიანი.

გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმში, პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი კიდევ ერთი საწარმო გახსნა, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს.

“მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ აჭარის რეგიონში, პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით 14 კომპანია სარგებლობს, რომელთა მხრიდან განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 25,5 მლნ ლარს აღემატება, ხოლო ბანკებიდან გაცემული სესხების მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს.

პროგრამის სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში, აჭარაში ამ დროისთვის ორი საშუალო და მაღალი სტანდარტის სასტუმრო ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს