ხვალ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შსს-ს წარმომადგენელს და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორს გამოკითხავს

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომა ხვალ განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს გამოკითხავენ.

26 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. გამოკითხვაზე მყოფმა მშობლებმა, ადვოკატებთან ერთად, კომისიის წევრებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და მოზარდების მკვლელობის საგამოძიებო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

ზაზა სარალიძემ და ნათია საყვარელიძემ საქმის გამომძიებლებთან და პროკურორებთან ურთიერთობების დეტალებზე ისაუბრეს. მოკლული ახალგაზრდების მშობლებმა სამედიცინო-საექსპერტო დასკვნებზე, ტრაგედიის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებზე, მკვლელობის საქმეზე სხვადასხვა პირის მიერ მიცემულ ჩვენებებზე და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად შესაძლო ხელისშემშლელ გარემოებებზე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია წარადგინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა