ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება

ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო გუნდში ახალი სახეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა არსებით და პრინციპულ საკუთხებზე გუნდში თანხმობაა.

"ჯერჯერობით საუბარი გვქონდა რეორგანიზაციაზე. ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა. უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი მსჯელობის საფუძველზე წარმოადგენს ასე ვთქვათ რეორგანიზაციის ვარიანტს და მას ეყრება კენჭი პარლამენტში. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით. არსებით და პრინციპულ საკუთხებზე გუნდში თანხმობაა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს