პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს შსს-ს წარმომადგენელს და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორს გამოკითხავს

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს გამოკითხავენ.

26 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. გამოკითხვაზე მყოფმა მშობლებმა, ადვოკატებთან ერთად, კომისიის წევრებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და მოზარდების მკვლელობის საგამოძიებო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

ზაზა სარალიძემ და ნათია საყვარელიძემ საქმის გამომძიებლებთან და პროკურორებთან ურთიერთობების დეტალებზე ისაუბრეს. მოკლული ახალგაზრდების მშობლებმა სამედიცინო-საექსპერტო დასკვნებზე, ტრაგედიის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებზე, მკვლელობის საქმეზე სხვადასხვა პირის მიერ მიცემულ ჩვენებებზე და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად შესაძლო ხელისშემშლელ გარემოებებზე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია წარადგინეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს