ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა იმართება

25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დაგეგმილია ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანაავტორობით, შემუშავებულია რეზოლუციის პროექტი თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“. გარდა ამისა, წელს ასამბლეამ მოამზადა რეზოლუციის პროექტები ისეთ თემებზე, როგორიცაა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.

რეზოლუციებს პარლამენტარები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა