ემანუელ მაკრონი - ევროპა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა განმეორებითი მიგრაციის გამო პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. „საჭიროა ნათელი იდეები ამ კრიზისის დასაძლევად. ჩვენ ევროკავშირში გვაქვს ფასეულობები და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ფასეულობებს უარვყოფთ, ჩავდივართ ყველაზე უარესს. ფასეულობები - ეს არის ადამიანის უფლებები, სხვა სახელმწიფოთა პატივისცემა და სოლიდარობა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს“, - განაცხადა მაკრონმა ბელგიაში ყოფნისას.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება, რომლის შემუშავებასაც ევროკავშირში აპირებენ, უნდა იყოს ევროპული. ის აგებული უნდა იყოს ქვეყნების თანამშრომლობაზე, რომელიც საჭიროებს პასუხისმგებლობას და სოლიდარობას, რათა მოხდეს დატვირთვის გადანაწილება, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო განიცდის.

მაკრონის განცხადებით, ამ საკითხზე საფრანგეთს არავის გაკვეთილის სწავლება არ სჭირდება. მისი თქმით, საფრანგეთი მეორე ქვეყანაა დევნილთა მიღების რიცხოვნობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო