ბათუმში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ცხედარი უკვე ნაპოვნია. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 27 წლის მამაკაცია.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს