ხელვაჩაურში, ქორწილის სტუმრების ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, კრემიანმა ნამცხვარმა გამოიწვია - მოწამლულთა ნაწილი კლინიკაში ამ დრომდე რჩება

ხელვაჩაურში, დარბაზ "კახაბერში" საკვების ინტოქსიკაციის შედეგად 20-მდე პირი საავადმყოფოში მოხვდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კლინიკაში მოზარდები ამ დრომდე რჩებიან და მკურნალობას გადიან.

მისივე ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, კრემიანმა ტკბილეულმა გამოიწვია.

"მოქალაქეებს ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. ეს იყო გულისრევა, თავბრუსხვევა და დიარეა. ინტოქსიკაცია ძირითადად, ბავშვებსა და ქალბატონებს ჰქონდათ. სტაციონარში ჯამში 20 ადამიანი იყო მოთავსებული. ამ დრომდე ბავშვთა კლინიკაში მოზარდები რჩებიან. ადგილზე სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა ჩაეტარებინა საკვები პროდუქტების ანალიზი, თუმცა საკვები უკვე ფიზიკური პირის ოჯახშია გადატანილი და აღნიშნულ დარბაზში სხვა ქორწილი იმართებოდა. ინტოქსიკაცია მოქალაქეებმა ქორწილის მეორე დღის საკვების შედეგად მიიღეს. ჩვენი ვარაუდით, მათ კრემიანი ნამცხვარი ჭამეს",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე შეტყობინება უწყებაში არ შესულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს