კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები კახა კალაძეს შეხვდებიან

დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები, დღეს თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ჯერჯერობით შეხვედრის ზუსტი დრო არაა ცნობილი.

კომპანია „სვეტის“ მენაშენეები უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობენ. მათ ქალაქის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც კახა კალაძემ მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, მირცხულავას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო შეჩერდა; ჭყონდიდელის ქუჩაზე კი, მშენებლობის შეჩერების მიზეზი პროექტთან შეუსაბამობა იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა