რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა

24 ივნისის არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომელმაც თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა.

„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გავიგეთ ჩვენი მოქალაქეების მესიჯები. დარწმუნებულნი იყავით, ჩვენ გამოვასწორებთ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს. დღეიდან ჩვენ მუშაობას შევუდგებით და ჩვენი ერისთვის მიცემულ დაპირებებს შევასრულებთ“, - განაცხადა ერდოღანმა თავის წინასაარჩევნო შტაბში სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ბრძოლას ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

„ჩვენ გავათავისუფლებთ სირიის ტერიტორიებს ტერორისტებისგან, რათა სირიელებმა შეძლონ იქ დაბრუნება. ამგვარი პოლიტიკა გააუმჯობესებს და გააძლიერებს თურქეთის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქმა ხალხმა გაკვეთილი ჩაუტარა მათ, ვისაც სურთ, რომ თურქეთი მუხლებზე დადგეს“.

გუშინ თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, ხოლო მისმა პარტიამ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ - 42,5%.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა