აშშ უახლოეს დროში ჩრდილოეთ კორეას დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმების შესრულების გრაფიკს წარუდგენს

აშშ უახლოეს დროში ჩრდილოეთ კორეას კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმების შესრულების გრაფიკს წარუდგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის წარმომადგენელმა განუცხადა.

„ჩვენ მალე გავიგებთ მზად არის თუ არა ფხენიანი კეთილსინდისიერად შეასრულოს აღებული ვალდებულებები. ჩვენ მათ კონკრეტულ კითხვებს დავუსვამთ და წარვუდგენთ 12 ივნისს სინგაპურში გამართულ სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების გრაფიკს. ჩვენ მათ გავაცნობთ ჩვენს კონცეფციას თუ როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმებები“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მას არ დაუზუსტებია, თუ რა ვადებში იგეგმება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაცია.

როგორც სეულში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ დენუკლეარიზაციის პროცესი უახლოესი 2-2,5 წლის განმავლობაში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო