დონალდ ტრამპი - აშშ-ში არალეგალურად ჩამოსულები დაუყოვნებლივ უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში არალეგალურად ჩასული პირები დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებარომ დეპორტირებას, ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. როდესაც ვინმე ჩამოდის არალეგალურად, დაუყოვნებლივ, მოსამართლეების ან სასამართლო პროცესის გარეშე უნდა დავაბრუნოთ ისინი იქეთ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ჩვენი სისტემა კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის დაცინვაა. ეს სისტემა უსამართლოა მათთვის, ვინც ლეგალურ პროცედურებს გადის და თავის რიგს ელოდება წლების განმავლობაში“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის აღნიშნული განცხადება უფლებადამცველებმა და საიმიგრაციო საკითხებზე მომუშავე ადვოკატებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ეს არღვევს აშშ-ს კონსტიტუციის დებულებებს სამართალწარმოებაზე.

აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აშშ-ს საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისთვის დაკავებული პირებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების ერთმანეთისგან დაშორების პრაქტიკის შეჩერება მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა