მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - საგამოძიებო კომისიას და დაზარალებულებს სრულყოფილად გავცემ პასუხს კითხვებზე

დღევანდელი დღე ჩვენთვის არის შესაძლებლობა, ღიად ვისაუბროთ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც არ შეგვეძლო გვეხსენებინა საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„ბრალდების მხარე, კონკრეტულად მე, კომისიას მივაწვდი სრულ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, სრულყოფილად გავცემთ პასუხს იმ კითხვებს, რაც დაზარალებულს გააჩნიათ. მოგეხსენებათ, სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე სხდომა იყო დახურული, რითაც მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია საქმის გარემოებებთან მიმართებით. დღეს ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ხსენებული დღე არის ჩვენი შესაძლებლობა იმისა, რომ ღიად ვისაუბროთ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც, სამწუხაროდ, კანონიდან გამომდინარე, არ შეგვეძლო გვეხსენებინა საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან არ ეთანხმება იმ ნაწილში, რაც ერთ-ერთი ბრალდებულის გამართლებას შეეხება.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს გამოკითხავენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო