ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია

ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ სამტრედიაში გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი რეანიმობილებით ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა