საფრანგეთში 10 პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, მუსლიმებზე თავდასხმებს გეგმავდნენ

საფრანგეთში 10 პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, მუსლიმებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ულტრამემარჯვენე რადიკალებთან არიან დაკავშირებული.

როგორც „ფრანს-პრესი“ აღნიშნავს, პოლიციამ დაკავების ოპერაცია ჯერ კიდევ 23 ივნისს ჩაატარა, მათ შორის კორსიკაზეც. დაკავებულების ადგილსამყოფელის ჩხრეკისას პოლიციამ იარაღიც ამოიღო.

ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს თუ რამდენად შორს წავიდნენ დაკავებულები თავიანთი გეგმების განხორციელებაში. გამოძიება მიიჩნევს, რომ დაკავებული პირები თავდასხმების განხორციელებას აპირებდნენ რადიკალურად განწყობილ იმამებზე და ციხიდან გამოსულ ისლამისტებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა