ნიგერიაში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად 86 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად 86 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ნიგერიის პოლიცია ვარაუდობს, რომ აღნიშნული თავდასხმის უკან ფულბეს მომთაბარე მესაქონლეების ტომი დგას.

86 მოკლული ნიგერიის ცენტრალურ რეგიონში, ბარიკინი ლადიში აღმოაჩინეს. რამდენიმე დღის წინ სოფლის მცხოვრებლებსა და მომთაბარეებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც ძალადობით დასრულდა. გარდა ამისა, სოფელში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 50 სახლი დაიწვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რეგიონში კომენდანტის საათია შემოღებული.

ნიგერიაში მიწისა და რესურსებისთვის სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა