იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უვადო მოსამართლეობის მსურველ შვიდ კანდიდატს კენჭს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ შვიდ კანდიდატს დღეს კენჭს უყრის. ესენი არის ის მოსამართლეები, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით 2015 წლის 1-ელ აგვისტოს გამწესდნენ და აღნიშნული ვადა უკვე ეწურებათ. შვიდმა კანდიდატმა გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასულ სხდომაზე გაიარა.

უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები ორი მთავარი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიხედვით ფასდება. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ ვინ გამწესდება უვადო მოსამართლეობის თანამდებობაზე.

კანდიდატებს აღნიშნულ თანამდებობაზე გასამწესებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობა სჭირდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელებს. მათ შორის არის საკითხი "სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთებული შეფასების შესახებ". საკითხზე მომხსენებელი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო