ზურაბ პატარაძე - ჩვენ გვჭირდება საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს

ბათუმში შპს “ანთ ჯგუფის“ ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც სასახურავე მასალების/აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილებს აწარმოებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, საწარმოს გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრნენ.

პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება ფოკუსირებულია, რათა ბიზნეს პროექტები სხვადასხვა სექტორებში განხორციელდეს. მისი თქმით, სასტუმრო კომპლექსების მიმართულების განვითარების გარდა, საჭიროა საწარმოები, რომელიც აწარმოებს, მათ შორის, სამშენებლო მასალებს.

"მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს რეგიონსა და ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, შპს “ანთ გრუპი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 186 150 ლარს შეადგენს.

საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა