ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება

26 ივნისს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომას როტაციის პრინციპის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი უხელმძღვანელებს. სხდომაზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფართო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ქვეყანაში საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების პროცესში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს; რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, ასევე ზოგადად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ასპექტებს; ქვეყანაში ეკონომიკისა და სექტორული განვითარების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით.

ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე, წელიწადში ერთხელ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს