რამაზ ნიკოლაიშვილი თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ესწრებოდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ სადამკვირვებლო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ PABSEC-ის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, აზერბაიჯანისა და ალბანეთის პარლამენტის წევრები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: შეხვედრა შედგა ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან.

რამაზ ნიკოლაიშვილი PABSEC-ის სადამკვირვებლო დელეგაციასთან ერთად დაესწრო ხმების დათვლის პროცესს. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საბოლოო დასკვნას ორგანიზაცია უახლოეს მომავალში წარმოადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო