“საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნიშნა

“საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნიშნა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კუს ტბაზე ორგანიზება გაუწია მასობრივ ოლიმპიურ გარბენს, რომელშიც მოხალისეებთან ერთად სტარტი აიღეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა და პრიზიორებმა, სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა.

მათივე ცნობით, გარბენის გარდა გაიმართა სხვა საინტერესო სპორტული აქტივობები, როგორიცაა: ველოსპორტი; მძლეოსნობა; ფარიკაობა; ხელბურთი; ტყვიის სროლა; მშვილდოსნობა; კალათბურთი; ფრენბურთი; მხიარული სტარტები; ჭადრაკი; ძალოსნობა; ჩერლიდინგი; კარატე. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით.

“საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ოლიმპიური გარბენის შემდეგ ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 1952-2018 წლების ყველა ქართველი ოლიმპიელი.

ფორუმზე მოწვეული იყვნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები.

„საქართველოს ბანკი“ ყველა ოლიმპიელს ულოცავს საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავს და უსურვებს მათ წარმატებებს და გამარჯვებებს“, - ნათქვამია ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 1952-2018 წლებში, საბჭოთა ეპოქაში და დამოუკიდებლობის პერიოდში, ზაფხულისა და ზამთრის 27 ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჰყავდა 395 ოლიმპიელი. ქართველ ოლიმპიელებს სპორტის 21 სახეობაში სულ მოპოვებული აქვთ 126 ოლიმპიური მედალი, მათ შორის - 39 ოქროს მედალი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა