თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ზღვის უბანში ახალი სკვერი გამგეობასა და კერძო კომპანიას შორის მემორანდუმის საფუძველზე მოეწყობა

ზღვის უბნის დასახლებაში ახალი სკვერი მოეწყობა, რომელსაც ჩარგლისა და ანაპის ქუჩების კვეთაზე სამშენებლო კომპანია “რივა“ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე განახორციელებს.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობა ყოველთვის ითხოვდა სკვერის მოწყობას.

“ეს არის წარმატებული მაგალითი ადგილობრივი მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის. ამ პროექტით დაიზოგება საბიუჯეტო თანხები და ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებლებს ერთ-ერთი საუკეთერსო მოსასვენებელი ადგილი ექნებათ“,- აცხადებს ტალიაშვილი.

ცნობისთვის, სკვერის მშენებლობა უახლოეს მომვალში დაიწყება და 3 200 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს