დემონსტრანტებმა ერევნის მერიის შესასვლელები გადაკეტეს

დღეს დილით ერევნის მერიის ყველა შესასვლელი დაახლოებით ასმა დემონსტრანტმა გადაკეტა. დემონსტრანტები შენობაში მერიის თანამშრომლებს არ უშვებენ და ერევნის მერის, ტარონ მარგარიანის გადადგომას ითხოვენ.

„მერიის შენობაში არავინ უნდა შევიდეს. ეს კორუფციისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაა. ეს აქცია იმ ხალხის წინააღმდეგაა, ვინც ზღაპრულად მდიდარია უბრალო ხალხის ხარჯზე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო აქტივისტები ერევნის მერის ტარონ მარგარიანის ქონებასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებენ. მათი ინფორმაციით, მის ოჯახსა და ახლობლებს რამდენიმე ფეშენებელური სახლი აქვთ საკუთრებაში, ასევე რამდენიმე გადამზიდავი კომპანია.

ერევნის ამჟამინდელი მერი ამ თანამდებობაზე მესამედ 2017 წელს აირჩიეს. ის „რესპუბლიკური პარტიის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო