პეტერ სიიარტო - უნგრეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ნატო-ს სამიტზე უკრაინისათვის ასპირანტი ქვეყნის სტატუსის დადასტურების ბლოკირებაზე

უნგრეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ნატო-ს სამიტზე უკრაინისათვის ასპირანტი ქვეყნის სტატუსის დადასტურების ბლოკირებაზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ უკრაინული გამოცემა Европейская Правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბრიუსელში. ვნახოთ, თუ რა შედეგს გამოიღებს. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გავითვალისწინებთ იმას თუ როგორ დასრულდება უკრაინის განათლების მინისტრსა და უნგრულ უმცირესობას შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი, რომელიც ივლისის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ურთიერთობები ბუდაპეშტსა და კიევს შორის უკრაინის განათლების შესახებ კანონის განხილვის ფონზე გამწვავდა, რომელიც ამცირებს სხვა ენებზე სწავლის შესაძლებლობას. უნგრეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ კანონი ეროვნული უმცირესობების უფლებებს არღვევს, რომელთა შორის ბევრი ეთნიკური უნგრელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა