პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა

ბათუმში, საზღვაო ნავსადგურში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავი ოფიციალური ცერემონიალი მიმდინარეობს. მოწვეულ სტუმრებს, მეზღვაურებს, კურსანტებსა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიტყვით მიმართა. პრემიერმა პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებით ქართველ მეზღვაურებსა და 2018 წლის კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიულ მასწავლებლებს მიულოცა.

"ძვირფასო მეზღვაურებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს. იყო მეზღვაური ნიშნავს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი. თქვენი ღვაწლი ტრანსპორტის სააგენტოს განვითარებაში არის ფასდაუდებელი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ეკონომიკისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენი პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში. დღეს ჩვენ საზღვაო სასწავლებლების ისტორიაში პირველად გავუშვებთ საწვრთნელ გემს "კადეტი". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის",- განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

ბათუმის მე-10 ნავმისადგომთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებიან.

დღესვე, აკადემიური მოსწრებისთვის 5 სტიპენდიანტი სტუდენტი გამოვლინდა.

დღევანდელ ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ, დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და ზღვაში სიმბოლურად გვირგვინებს ჩაუშვებენ.

მეზღვაურის დღისადმის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზღვაო ნავსადგურის საკუთრებაში არსებული გემი "კადეტი" საზეიმო ვითარებაში შორეულ ნაოსნობაში გაემგზავრება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს