„ალდაგი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ სასარჩელო წარმოება აქვს დაწყებული. როგორც „ალდაგში“ აცხადებენ, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ „გმობს და ემიჯნება ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას“.

„ვწუხვართ კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებული მოვლენების გამო და მიგვაჩნია, რომ კომპანია „სვეტი“, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ვალდებულია, იპოვოს ოპტიმალური გამოსავალი და უზრუნველყოს მის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გმობს და ემიჯნება ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენ მზად ვართ, ისევე როგორც აქამდე, ღიად ვითანამშრომლოთ ნებისმიერ უწყებასთან და პასუხი გავცეთ ყველა იმ კითხვას, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შესაძლებელია არსებობდეს. ჩვენ „სვეტთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვმოქმედებდით სახელშეკრულებო უფლებამოსილების ფარგლებში, სანამ კომპანია „სვეტის“ მიერ, ვადამდე არ იქნა შეწყვეტილი შესაბამისი ხელშეკრულებები. მიმდინარე ეტაპზე, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ დაწყებული აქვს სასარჩელო წარმოება კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც მასობრივი მედიის საშუალებით, ავრცელებს ინფორმაციას და აკეთებს მითითებას, რაიმე სახის უკანონო ქმედებაში, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ შესაძლო მონაწილეობაზე, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებისგან“, - აცხადებენ „ალდაგში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა