ფედერიკა მოგერინი – ევროკავშირი და ნატო თავდაცვის სფეროში ერთობლივ თანამშრომლობას გააძლიერებენ

ევროკავშირი და ნატო თავდაცვის სფეროში ერთობლივ თანამშრომლობას გააძლიერებენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ გავაძლიერებთ ნატო-სთან თანამშრომლობას. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სხდომაში. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ევროკავშირის ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებას განიხილავენ“, - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ეს პაკეტი განხორციელდეს.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გეგმური შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხები შედის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო