ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკვებულია იმით, რომ მაქსიმალურად მოთოკონ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის აქტიურობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკვებულია მცდელობებით, მაქსიმალურად მოთოკონ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის აქტიურობა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ანა დოლიძე გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის წინადადებას, რომელიც მან დღევანდელ სხდომაზე უნდა წარუდგინოს საბჭოს წევრებს.

ანა დოლიძის განცხადებით, ლევან გზირიშვილის წინადადების მიხედვით, საბჭოს წევრებს მოსამართლეებთან შეხვედრა შეეზღუდებათ.

„ჩვენ ამ ბოლო დროს ვნახეთ იმ ტენდენციის გამწვავება, როდესაც საბჭოს მოსამართლე წევრები ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ საკუთარი საქმიანობით და სასამართლოში არსებულ უამრავ პრობლემას მიხედონ, მათ შორის გადატვირთულობას, იმას, რომ ბევრ სასამართლოში უბრალოდ წყალი ჩამოდის შენობიდან, დაკავებულნი არიან ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის საქმიანობის შეზღუდვით. დისციპლინური ცვლილებები არის ერთ-ერთი. დღეს წარმოდგენილი იქნება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იმისთვის, რომ ჩვენ შევხვდეთ მოსამართლეებს, თურმე საბჭოს უნდა დავეკითხოთ.

ამ საკითხის წარმოდგენის მიზანი არის ის, რომ საბჭოს წევრებს, საბჭოს უმრავლესობას დაუქვემდებაროს ჩვენი კომუნიკაცია მოსამართლეებთან. მათ შორის, ჩვენი შეხვედრები და სასამართლოში ვიზიტები. ჩვენ გვქონდა არაერთი დაბრკოლება, ასევე მოგეხსენებათ, რომ ნაზი ჯანეზაშვილს დაუწესეს საშვი თბილისის საქალაქო სასამართლოში. არ არსებობს არავითარი ხელშეწყობა. მდივანი მივლინებასთან დაკავშირებით წერილებს არ პასუხობს, ჩემი ხარჯით დავდივარ რაიონებში. იმისთვის, რომ შეიზღუდოს კომუნიკაცია, წარმოდგენილია ეს წესი. იმისთვის, რომ ჩვენ შეხვედრები გავმართოთ სასამართლოში, ჯერ უნდა შევკრიბოთ საბჭოს წევრების შესაბამისი რაოდენობა და უნდა დავეკითხოთ საბჭოს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის წინადადებას, რომელსაც დღეს საბჭოს წევრებს თავად გააცნობს, ის არეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ საერთო სასამართლოებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზების საკითხს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა