დავით ჭიჭინაძე - მმართველ გუნდში ყველაზე მეტი კითხვა განათლება-კულტურის სამინისტროების შერწყმამ გამოიწვია

დევნილთა და განსახლების სამინისტროდან სოციალური კომპონენტი გადავა ჯანდაცვაში, ხოლო თავად სახელი შერიგების სამინისტროში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ითქვა, ანუ გაერთიანდებიან იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროები, სპორტის, კულტურისა და განათლების სამინისტროები, ხოლო დევნილთა და განსახლების სამინისტრო კი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეუერთდება.

"იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა პრემიერ-მინისტრს თავისი არგუმენტები გააჩნია და უმრავლესობამ გაიზიარა ისინი. სამშენებლო ნაწილი წავა ინფრასტრუქტურაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დევნილების ნაწილი სოციალურ ნაწილში გადავა ჯანდაცვაში, ხოლო თავად სახელი წავა შერიგებაში, რათა სტატუსი არ დაიკარგოს. ყველაზე დიდი კითხვები გამოიწვია განათლება-კულტურის შერწყმამ. ორივე მხარეს მოჰყავს არგუმენტები და საკმაოდ წონადი არგუმენტები გააჩნიათ და ალბათ, უფრო სესიაზე გამოჩნდება ეს ყველაფერი", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს