ნინო ლომჯარია - შსს-ს გამოძიების მაქსიმალური შედეგი უნდა იყოს ის, რომ დაადგინოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მაქსიმალური შედეგი უნდა იყოს ის, რომ დაადგინოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიება ასევე უნდა წარიმართოს იმ პირთა გამოსავლენადაც, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინეს გამოძიების მიმდინარეობაზე.

„ სასამართლო განაჩენმა დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ უზრუნველყო მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს იმ მიმართულებითაც, რომ გამოვლინდეს, რატომ ვერ უზრუნველყო გამოძიებამ შესაბამისი მონაწილეების გამოვლენა. იყო ეს განზრახვა, დაუდევრობა თუ ა.შ. უნდა წარიმართოს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინეს გამოძიების მიმდინარეობაზე",- განაცხადა ნინო ლომჯრიამ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა