„ლატარიის კომპანია“ - ეროვნული ლატარიის პროდუქტების შეძენა საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია

მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ეროვნული ლატარიის პროდუქტების ტირაჟიანი „ლოტო 6/36’“-ის და მომენტალური გათამაშებების „ოქროს საწმისის“, „შვიდიანისა“ და „ფარაონის“ ბილეთების შეძენა შეუძლიათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლატარიის კომპანიიდან“ აცნობეს, Lotto.ge მაქსიმალურად აფართოებს გაყიდვების არეალს და ეტაპობრივად ფარავს მსხვილ სავაჭრო ობიექტებს.

გათამაშების საწყისი საპრიზო ფონდი 17 მილიონ ლარს აჭარბებს. მომენატალური გათამაშებების საპრიზო ფონდი 16 700 000 ლარია, ხოლო ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის ჯეკპოტი უკვე 700 000 ლარზე მეტია. მოგების სახით გაცემულმა თანხამ კი, ამ დროისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ლატარიის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია თბილისსა და რეგიონებში საქართველოს ფოსტის ჯიხურებში, ასევე ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებში. კერძოდ: თბილისი - ,,გალერია თბილისი’’, ,,თბილისი მოლი’’, ,,გლდანი მოლი’’, ,,გლდანი სითი მოლი’’, სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,გეორგია’’; ქუთაისი - სავაჭრო ცენტი ,,ქარვასლა’’ და ,,გრანდ მოლი’’; ბათუმი - სავაჭრო ცენტრი ,,მეტრომოლი’’ და ,,შავი ზღვის მოლი’’.

InterPressNews.Geგარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ლატარიის პროდუქტების შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე შესაძლებელია ,,ავერსის’’ სააფთიაქო ქსელში და „ორი ნაბიჯის’’ სავაჭრო ობიექტებში, ასევე 200-ზე მეტ სხვადასხვა სავაჭრო წერტილებში.

რამდენიმე დღეში კი, სახლიდან გაუსვლელად მომხმარებელს შეეძლება ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთების ონლაინ შეძენა და 700 ათას ლარიანი ჯეკპოტისთვის ბრძოლა.

ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ პლატფორმა ტესტირების რეჟიმშია, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა