მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი CERN-ის გენერალურ დირექტორს შეხვდებიან

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 25-26 ივნისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN), რომელიც მსოფლიო მასშტაბით მაღალი ენერგიის ფიზიკაში წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ჟენევაში მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი შეხვდებიან CERN-ის გენერალურ დირექტორს, ფაბიოლა გიანოტის, დირექტორთა საბჭოს წევრებს და იქ მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, სადაც CERN-თან ურთიერთობის გაღრმავებასა და ორგანიზაციაში საქართველოს ასოცირებული წევრობის შესაძლებლობაზე ისაუბრებენ.

მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი დეტალურად გაეცნობიან CERN-ში ქართველი მეცნიერების ჩართულობით მიმდინარე ყველა ძირითად ექსპერიმენტალურ პროექტს, მათ შორის „ატლასის“ ექსპერიმენტის მიმდინარეობას.

„ჩვენ ვისაუბრებთ CERN-თან ურთიერთობის გაღრმავებაზე, ქართველი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების CERN-ში ვიზიტების მნიშვნელობაზე. ასევე, საუბარი შეეხება ორგანიზაციაში საქართველოს ასოცირებული წევრობის სამომავლო პერსპექტივას, რაც ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს, უკვე საქართველოს სახელით ჩაერთონ მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევებში“, - აცხადებს მარიამ ჯაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა