ევროკავშირის ექვსი ქვეყანა კიბერსაფრთხეებზე სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე შეთანხმებას მოაწერს ხელს

ევროკავშირის ექვსი ქვეყანა კიბერსაფრთხეებზე სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე შეთანხმებას ხელს მოაწერს, - ამის შესახებ ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა განაცხადა.

„ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას კიბერსაფრთხეებზე სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის თაობაზე. ამ შეთანხმებას ხელს აწერენ: ესტონეთი, ხორვატია, რუმინეთი, ლიეტუვა, ესპანეთი და ჰოლანდია“, - განაცხადა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, პროექტში ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი ქვეყანა მონაწილეობს, რომლებიც ხელს არ აწერენ შეთანხმებას პროცედურული საკითხების გამო.

აღნიშნული პროექტი 2017 წელს მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) ევროპული პროგრამის ფარგლებში იყო დამტკიცებული და მისი კოორდინირების საკითხი ლიეტუვას ეკისრება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ურთიერთდახმარების მექანიზმების შექმნა და კიბერსფეროში ინციდენტების თავიდან აცილების ინსტრუმენტების შემუშავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა