იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი - ლევან გზირიშვილის ინიციატივა, რომელსაც ის დღეს საბჭოზე წარადგენს, მხოლოდ ორგანიზაციულ მიზანს ემსახურება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შოთა ქადაგიძის განცხადებით, მისი კოლეგა ლევან გზირიშვილის ინიციატივა, რომელსაც ის დღეს საბჭოზე წარადგენს, მხოლოდ ორგანიზაციულ მიზანს ემსახურება.

შოთა ქადაგიძე ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გზირიშვილის ინიციატივა საბჭოს წევრებს მოსამართლეებთან შეხვედრას უზღუდავს.

„გზირიშვილის წინადადება მხოლოდ ორგანიზაციულ მიზანს ემსახურება, მოხდეს სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი ან რამდენიმე წევრი ეწვევა რომელიმე სასამართლოს საკითხების შესასწავლად და იმ პრობლემების წარმოსაჩენად, თუ რაიმე არსებობს სასამართლოში. სხვაგვარად კი, ინდივიდუალურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრს უფლება აქვს წავიდეს ნებისმიერ სასამართლოში და დაესწროს სხდომებს შეთანხმების გარეშე, ასევე განახორციელოს მონიტორინგი, რომელ მოსამართლესაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე, არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის წინადადება, რომელსაც დღეს ის საბჭოს წევრებს გააცნობს, არეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ საერთო სასამართლოებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზების საკითხს", - განაცხადა შოთა ქადაგიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ლევან გზირიშვილის წინადადების მიხედვით, საბჭოს წევრებს მოსამართლეებთან შეხვედრა შეეზღუდებათ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკვებულია მცდელობებით, მაქსიმალურად მოთოკონ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის აქტიურობა, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა