პოლონეთის პრემიერი - ევროპა ყველა მიგრანტს ვერ მიიღებს

ევროკავშირის ქვეყნები ერთობლივად უნდა მიუდგნენ საიმიგრაციო კრიზისის საკითხების გადაჭრას, ცალკეული ქვეყნების თავისებურებების გათვალისწინებით. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის თავკაცის განცხადებით, ევროპა ყველა მსურველს ვერ მიიღებს.

„ჩვენ ეს პრობლემა ადგილებზე უნდა გადავწყვიტოთ, შევეცადოთ თავიდან ავიცილოთ ხალხის კონტრაბანდული გზით გადაყვანა, ადამიანებით ვაჭრობა და სხვა პრობლემები“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

მისივე თქმით, „ევროკავშირის ლიდერები იმის გააზრებას იწყებენ, რომ უსამართლოა სხვადასხვა ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნები აიძულო მიიღო მიგრანტები, დაუწესო კვოტები“.

მატეუშ მორავეცკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზუსტად ამ მიზეზის გამო პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ სამიტში, რომელზეც საიმიგრაციო კრიზისის საკითხები განიხილებოდა.

„ევროკავშირმა ერთიანობა და სამართლიანობა უნდა შეინარჩუნოს საიმიგრაციო საკითხების მიდგომებში“, - დასძინა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს