პროკურორი ზვიად ფხაკაძე - მირზა სუბელიანთან არანაირი კონტაქტი არ მქონია

მირზა სუბელიანთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილეობდა სუბელიანის შვილიც, ეს უშუალოდ დაკითხვის დროს, ან დაკითხვამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო.

„ამის შესახებ ინფორმაცია მივიღე, როდესაც ა.ს. იკითხებოდა, შესაძლოა ნახევარი საათით ადრე. თავად მირზასთან მე არანაირი კონტაქტი არ მქონია. ვნახე, რომ იკითხებოდა მამასთან ერთად, თუმცა კომუნიკაცია არ მქონია“, - განაცხადა ფხაკაძემ.

შსს-ს წარმომადგენელი, კახა სირაძეც აცხადებს, რომ მანაც დაკითხვის დროს შეიტყო აღნიშნულის შესახებ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს