კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსწავლეების უმეტესობას სკოლებში ფიზიკური და სიტყვიერი ჩაგვრის ფაქტები უნახავს ან სმენია

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა აკადემიის ანგარიშის „კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“ პრეზენტაცია გამართა.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მიერ სკოლებში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენად ხშირად გსმენიათ ან გინახავთ სხვა მოსწავლის ჩაგვრის ფაქტი, გამოკითხულ მოსწავლეთა 32.2% აცხადებს, რომ ფიზიკური ჩაგვრის შესახებ სმენია/უნახავს ზოგჯერ, ხოლო 15,2% აცხადებს, რომ - ხშირად.

გამოკითხულთა 40.7% აცხადებს, რომ სიტყვიერი ჩაგვრის შესახებ სმენია/უნახავს ზოგჯერ, 25.1% აცხადებს, რომ - ხშირად.

ამავე კითხვაზე, გამოკითხულ მოსწავლეთა 17.4% აცხადებს, რომ ელექტრონული ჩაგვრის შესახებ სმენია/უნახავს ზოგჯერ, ხოლო 10.9% პასუხობს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონია ხშირად.

ჩაგვრის მიზეზად მოსწავლეები ასახელებენ, როგორც რასობრივ/ეთნოკულტურულ/რელიგიურ კუთვნებას, ასევე სექსუალურ ორიენტაციას, შეზღუდულ შესაძლებლობას და სოციალურ სტატუსს.

კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლის უსაფრთხოება 5 - ქულიან სკალაზე მოსწავლეთა მხრიდან ფასდება 3.6 ქულით.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოსწავლეების 30-31% აღნიშნავს, რომ სკოლებში ადგილი აქვს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 16-17% აღნიშნავს, რომ მოსწავლეები ერთმანეთზე ფიზიკურად ძალადობენ, ადგილი აქვს ვანდალიზმს და თამბაქოს მოხმარებას.

ადამიანის უფლებათა აკადემიის კვლევა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს მოიცავს.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ 64 საჯარო და კერძო სკოლა გამოიკვლია. ინტერვიუები სამ სამიზნე ჯგუფს ჩაუტარდა: 7-12 კლასის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლების ადმინისტრაციას. კვლევის ფარგლებში ჯამში 1480 ინტერვიუ ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო