საქართველოს ელჩმა ინდონეზიაში ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდონეზიაში, ირაკლი ასაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანცისკო გუტერეს ლუ ოლოს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტისა და ელჩის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ასაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. მან მზაობა გამოხატა, რომ ელჩის რანგში ხელი შეუწყოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

თავის მხრივ, ტიმორ ლესტეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოხარულია საქართველოსა და ტიმორ ლესტეს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით.

საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ტიმორ ლესტეში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო