ფედერიკა მოგერინი - ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მაკედონიასა და ალბანეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, მაკედონიასა და ალბანეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ფედერიკა მოგერინიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ევროკომისიის რეკომენდაცია ის არის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს სკოპიესა და ტირანასთან. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ შესანიშნავ პროგრესს ვხედავთ ბალკანეთის რეგიონში“, - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

აქამდე რამდენიმე მედიასაშუალებაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჰოლანდია, შესაძლოა წინააღმდეგ იყოს ალბანეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე მიიღონ, რომელიც 28-29 ივნისს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა