პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ბორჯომში დათო ევგენიძემ ბენდთან ერთად კონცერტი გამართა

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ ბენდთან ერთად რეგიონებში კონცერტების სერია დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პირველი კონცერტი ბორჯომის პარკში გაიმართა. ღონისძიებას როგორც ადგილობრივები, ასევე ბორჯომში მყოფი ტურისტები დაესწრნენ. მომდევნო კონცერტები 14 ივლისს - ახალციხეში, 4 აგვისტოს - ზუგდიდში, 11 აგვისტოს - ამბროლაურში, 18 აგვისტოს - ქობულეთში და 15 სექტემბერს თელავში გაიმართება.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტი Check in Georgia უკვე მესამედ ტარდება.

„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი მუსიკალური და სხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.

Check in Georgia წელს აუდიტორიას საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. საქართველოს რამდენიმე რეგიონში კონცერტებს მართავენ შემდეგი ანსამბლები: „სუხიშვილები“, „ერისიონი“ და „რუსთავი“, ასევე თბილისის სახ. კამერული ორკესტრი. პროექტის ფარგლებში, იმართება საბალეტო ფესტივალი თბილისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB საგურამოში, მუსიკის ფესტივალი “Open Air“, „არტარეას“ ეზოს ფესტივალი და ა.შ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა