წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებშიც გადაჰყავთ

წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებში გადაჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.

დაშავებულთა ნაწილი კი, როგორც უწყებაში აცხადებენ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

„პაციენტების საავადმყოფოებში გადაყვანა დასრულებული არ არის. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადეს უწყებაში.

წეროვანში სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 19 ადამიანია დაშავებული. ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.

როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტრაილერი და მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა