ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მშენებარე ჰესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ჰესის მშენებლობის გამო , მათი საყანე მიწები დაიტბორა, რის გამოც მიყენებული ზარალის ანაზღაურას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარასკევამდე მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს დროს აძლევენ, მათი მოთხოვნის გაუთვალისწინებლების შემთხვევაში კი, ცენტრალური გზის გადაკეტვას გეგმავენ.