ექიმი - მცხეთის სამედიცინო ცენტრში შემოყვანილი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

წეროვანში ავტოავარიისას დაშავებული 19 პირიდან 11 მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლაშა ბუთურიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაშავებულები კლინიკაში ამ წუთებში შეჰყავთ.

„ამ დროისთვის ჩვენთან მოთავსებულია 11 პაციენტი. ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში მიმდინარეობს გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის მუშაობის აღდგენა, რადგან დაფიქსირებული იყო გულის გაჩერება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მიმდინარეობს კვლევები“, - განაცხადა ბუთურიშვილმა.

წეროვანში სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 19 ადამიანია დაშავებული. ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.

როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტრაილერი და მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო