თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფორუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მთავარი თემაა: საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც საჩვენებელი დემოკრატია იმდროინდელი ევროპისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ: ქართველი და უცხოელი პროფესორები და მკვლევარები, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან საზაფხულო სკოლაში კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი.

საერთაშორისო ფორუმის გახსნას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო წარმატებული დემოკრატიული პროექტი.

„იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსული ბელგიის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი, შემდგომში ბელგიის იუსტიციის მინისტრი ვანდერველდე აღნიშნავს თავის მოგონებებში: ყველას ეგონა, რომ ესეთი დემოკრატია ჩამოყალიბდებოდა ლონდონში, ბრიუსელში, პარიზში, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ეს მოხდებოდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. პროფესორებთან ერთად, ფორუმში ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი იღებს მონაწილეობას. დღეს უკვე შეგვიძლია შევაფასოთ ის წვლილი, რაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ევროპის განვითარებაში შეიტანა“, - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო კონფერენცია და საზაფხულო სკოლა გაიმართება.

კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ჰოვანესიანის თქმით, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება იყო დიდი ნაბიჯი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შემდეგ.

„ეს იყო დამოუკიდებლობის ცდა, იდეალიზმის შეჯახება და ეს ყველაფერი იმ დროს იყო საჭირო. საბოლოოდ, უცხო ძალების ჩარევის შედეგად, ამ ექსპერიმენტმა ვერ მიაღწია საჭირო დასასრულს, მაგრამ საქართველოს რესპუბლიკამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ თაობებზე“, -განაცხადა რიჩარდ ჰოვანესიანმა.

საერთაშორისო ფორუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება.

ფორუმი 30 ივნისამდე გასტანს. ღონისძიების ფარგლებში, 25-26 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, ხოლო 27-30 ივნისს - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა