ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ზეგავლენას მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მონიტორინგს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჯგუფის წევრები სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზუგდიდში, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობასა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში პირველადი დახმარების მნიშვნელობას.

„მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეფასებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას უსაფრთხოების წესების დაცვასა და მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს; წამლობის დაწყებამდე მოსახლეობის ინფორმირება ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის ხმის გამაძლიერებლებით. მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს ასევე ქიმიური წამლობის ზეგავლენას გარემოზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს