იენს სტოლტენბერგი - პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა რუსეთთან მიმართებაში ნატო-ს პოლიტიკას შეესაბამება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა რუსეთთან მიმართებაში ნატო-ს პოლიტიკას შეესაბამება.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ტრამპის და პუტინის შეხვედრა ნატო-ს პოლიტიკის შესაბამისობაში იქნება, ვინაიდან ნატო რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან მიმართებაში ორმაგ მიდგომას ავითარებს, რაც შეკავებასა და დიალოგს მოიცავს.

„ეს დიალოგის ნაწილი იქნება, რომელსაც ადგილი აქვს ნატო-სა და რუსეთს შორის“, - დასძინა იენს სტოლტენბერგმა.

9 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრისას მხარეები განიხილავდნენ ვენაში ორმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას. 16 ივნისს კი, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა დაადასტურა, რომ მან მხარეებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა