აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

ღონისძიებას დაესწრნენ თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები: მერაბ კარანაძე, ცოტნე ანანიძე, ხვიჩა შარაშიძე, გიორგი მანველიძე, ლადო მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე, ვახტანგ წულაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის მე-10 ნავმისადგომთან შეკრებილ მეზღვაურებსა და მათი ოჯახის წევრებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრებს სამხრე კამერები გადასცეს და საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოეს შორეული ნაოსნობის აწ გარდაცვლილი, დამსახურებული და მოქმედი კაპიტნები, მეზღვაურები, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორ-მასწავლებლები, წარადგინეს საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO Maritime Ambasador-ის ელჩები.

ღონისძიებების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეზღვაურთა ხსოვნას და ტრადიციულად, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამჯერადაც გამოვლინდნენ სტიპენდიანტები - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის - „ანრის“ წარჩინებული სტუდენტები. საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ აკადემიის წლევანდელ კურსდამთავრებულებს.

მე-10 ნავმისადგომთან მიმდინარე ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემის - „კადეტის“ საერთაშორისო ნაოსნობაში გაშვების ცერემონიალით დასრულდა, მრავალმხრივი საზეიმო ღონისძიებები ევროპის მოედანზე გაგრძელდა. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 2010 წელს, მანილაში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO-ს დიპლომატიურ კონფერენციაზე დაწესდა და იგი ჩვენს ქვეყანაში 2011 წლიდან აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა