ზღვის უბანში, ჩარგლისა და ანაპის ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერი მოეწყობა

ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N16-ის მიმდებარედ, კერძო სამშენებლო კომპანია ახალ სკვერს მოაწყობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და სამშენებლო კომპანია „რივას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.

„თბილისის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობა და ამ მხრივ, ქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ზღვის უბანში, ანაპისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, მზადაა, დაახლოებით 200 000 ლარამდე დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს და ნაძალადევის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებლი სივრცე მოაწყოს. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს ინიციატივებს სხვა სამშენებლო კომპანიებიც გამოიჩენენ“, - განაცხადა ნაძალადევი რაიონის გამგებელმა.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ატრაქციონები, საბაღე სკამები და დაირგვება მწვანე ნარგავები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო